რეზონანსი
08.01.2026

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის შეფასებით, უცხოელების მიერ დანიშნული მოსამართლეები უდრის გარე ძალებისთვის ჩვენი სასამართლო სისტემის ლანგრით მირთმევას.

„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული. 

ეს პირდაპირ ურტყამს ქვეყნის სუვერენიტეტს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, უცხოელების მიერ დანიშნული მოსამართლეები = გარე ძალებისთვის ჩვენი სასამართლო სისტემის ლანგრით მირთმევა.

ვენეციის კომისიის დატოვებით, აშშ-მ ბევრი რამ თქვა ამ უკვე პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცეული ორგანოზე.

ამას გარდა, ის რეკომენდაციებით შეფუთული მოთხოვნები, რასაც ევრობიუროკრატია საქართველოს უყენებს ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ფაქტიურად გულისხმობს ჩვენი საზოგადოების ტრადიციული ცხოვრების და კულტურის ამოყირავებას, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მე მგონი, ერთ დროს ნასროლი ფრაზა "ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი" არათუ გვარიანად გაცვდა, არამედ სულ სხვა, არცთუ დადებითი დატვირთვა შეიძინა, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე.“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×