
საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორთა ნაწილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ვიდეო მტკიცებულებები, რომელზეც პროცესის მონაწილეებმა ბრალდებულთა სიტყვაც მოისმინეს. კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, ისინი თავის მართლებას ცდილობენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ბრალდებულმა, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„სინამდვილეში იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ღობე იყო გადანგრეული და ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, თოგორც ორგანიზატორისთვის, ეს ხალხი დაეჭირათ და მე გარეთ დავრჩენილიყავი, ესეც წარმოუდგენელი იყო, სუფთა ადამიანურად“, - განაცხადა პროცესზე 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა, ირაკლი ნადირაძემ.