რეზონანსი
08.01.2026

სიციალიაში, ვულკანი ეტნა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გააქტიურდა და ლავას აფრქვევს, რის გამოც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტურისტებისა და გიდებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა.

abcnews-ის ინფორმაციით, კატანიის ხელიუსფლებამ ლავის ნაკადების სანახავი ტურები შეზღუდა ან სრულად შეაჩერა, რამაც გიდების გაფიცვა და ტურისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, გიდების გაფიცვა ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა. ოთხშაბათს, ათობით გიდმა ეტნას ლავის კარიბჭესთან საპროტესტო აქცია გამართა. გიდები ახალ შეზღუდვებს გადაჭარბებულს უწოდებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ლავის ნაკადები საკმარისად ნელა მოძრაობს, რათა ტურისტები უსაფრთხოდ დააკვირდნენ, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×