რეზონანსი
08.01.2026

4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს ამ საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციასთან დაკავშირებით ბევრი მითი და მოლოდინი არსებობდა, რომ, მაგალითად „ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ“.

„თავისი შინაარსით მშვიდობიანი და კანონიერი, სპონტანური, სახალხო აქცია იყო, რომლის ორგანიზებაც არ ყოფილა. იყო გულწრფელი პროტესტი, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან კრეატიული მესიჯები იყო გავრცელებული. ეს თარიღი, მითოლოგიური თარიღი გახდა. როგორც ჩანს, ხალხში იყო იმედი, რომ ვიღაც შესაძლოა გადმოსულიყო ხალხის მხარეს. ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ ივანიშვილი ბურჭულაძის მეგობარი გახდა.

ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეორე მხარის მითი იყო, რომ ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ.

ჩემი მიზანი იყო, რომ ახლო ლოკაციის ხალხით ავსება მომხდარიყო. ამიტომ გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის. როდესაც სასახლესთან მივედი მოხდა ის, რაც მოხდა.

სახელმწიფო პროპაგანდა ძლევამოსილია, მრავალმილიარდიანი პროპაგანდა. ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა. ვნახეთ მითოლოგიამ და მოლოდინებმა როგორც იმუშავა, როდესაც ვერანაირი პოზიტივი ვერ მოიტანა.

აბსოლუტურად გამოუცდელმა აქციის წამყვანმა, შესაძლოა ჩემდა უნებურად გამოიწვია რაღაც ქმედება. სიტყვა - მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვამბობდით, ვიდრე „ქართული ოცნების" კოორდინატორი არჩევნების წინ.

გავიდა თვეები და არაფერი და ვერაფერი ვერ დადგინდა“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×