
კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას ინფორმაციით, მან რუსეთის დუმის ოთხი წევრი, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ, ვაშინგტონში მიიწვია.
ანა პაულინა ლუნა მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის და აცხადებს, რომ დუმის წევრები ვაშინგტონში იანვრის ბოლოს ჩავლენ.
"სახელმწიფო დეპარტამენტისგან მივიღე ნებართვა, რომ რუსეთის დუმის ოთხი წევრი ჩამოვიდეს და კონგრესის წევრებს შეხვდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ. მათ ოფიციალური მოწვევა გავუგზავნე, რათა ამ თვის ბოლოს აქ, ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), ჩვენთან შეხვედრა გამართონ.
მშვიდობამ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს და განხილვებს გონიერმა და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ. მადლობა სახელმწიფო მდივან რუბიოს ამ საკითხში დახმარებისათვის." - წერს ანა პაულინა ლუნა X-ზე.