
78 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი. სამწუხარო ინფორმაცია ჟანრი ლოლაშვილის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
"გარდაიცვალა კომპოზიტორი - ენრი ლოლაშვილი
ჟანრი ლოლაშვილის ძმა
პანაშვიდი : 8 და 9 იანვარს 17:00 დან
დაკრძალვა : 10 იანვარს , შაბათს 14:00 საათზე
მისამართი : ჭავჭავაძის 49 დ / 7- სართული" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“. 1987 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. განსაკუთრებულად აღინიშნა ფილმის მუსიკა და ქართველი კომპოზიტორი საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიეს.
ნანა ჯორჯაძის ფილმში ენრიმ პირველად ითანამშრომლა ძმასთან – ჟანრი ლოლაშვილთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებდა.
1987–1991 წწ. კომპოზიტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში.
ენრი ლოლაშვილი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე