
24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად მძიმედ დაღუპული ბაჩო ლასარეიშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა. მისმა მეუღლემ ლიკა კუჭუხიძემ, რომელმაც, ქმრის გარდაცვალება ცოტა ხნის წინ შეიტყო, ემოციური მიმართვა გამოაქყვეყნა:
„შეუსრულებელ 20-წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო. ჩვენ სულ სხვანაირად გვინდოდა აღგვენიშნა ეს დღე, მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ძალიან მიჭირს, შენზე წარსულში საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ გამაძლიერებ ზეციდან. შენ ხარ ჩემი მარადიული სიყვარული. როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ ხომ მხოლოდ ერთად ყოფნას ვნატრულობდით.
გპირდები, რომ ჩვენი სიყვარული გახდება მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული. უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, ჩვენს მარადიულ სიყვარულზე. იმდონემდე გიყვარდი გარდაცვალების დროსაც, რომ მე გახსოვდი, „ლიკას მიმიხედეთო“ რამხელა ტკივილს იგრძნობდი მაგ დროს, წარმოდგენაც არ მინდა ცხოვრება. როგორ დახუჭე შენი მოციმციმე ლამაზი თვალები. შენს სულს ვენაცვალე მე, შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო სიყვარულო“, - წერს ლიკა კუჭუხიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე