რეზონანსი
07.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ჩართული მხარეები ახლოს არიან "მყარი კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან".

უიტკოფის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება უკრაინელი ხალხისთვის დიდ შესაძლებლობებს ნიშნავს, ვინაიდან მათ ექნებათ კარგ სამუშაო ადგილებზე წვდომა, ამ საქმეში კი, მისივე თქმით, აქტიურადაა ჩართული კომპანია BlackRock-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ლარი ფინკი.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, უაღრესად მყარი კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, როგორიც კონფლიქტებიდან გამოსულ ქვეყნებს პრაქტიკულად არ ჰქონიათ. ეს, რა თქმა უნდა, დიდ შესაძლებლობებს ნიშნავს უკრაინელი ხალხისთვის. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომიდან ბრუნდებიან და იქ [უკრაინაში] შესანიშნავ სამუშაო ადგილებს იპოვიან. ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ BlackRock-თან და ლარი ფინკთან და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის მოსახლეობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია და თანამშრომლობს უსაფრთხოების მექანიზმებთან", - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×