რეზონანსი
06.01.2026

გრენლანდიასთან ერთად დანიის სამეფო ნატო-ს ნაწილია, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და დანიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ნატო-მ მკაფიოდ განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონს პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. არქტიკის უსაფრთხოების შენარჩუნებისა და მოწინააღმდეგეების შეკავების მიზნით ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ აქტივობა და ინვესტიციები გავზარდეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერების განცხადებით, არქტიკაში უსაფრთხოება გაერო-ს ქარტიის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვით, კოლექტიურად, ნატო-ს მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-თან ერთად უნდა იყოს მიღწეული.

„ეს უნივერსალური პრინციპებია და ჩვენ მათ დაცვას არ შევწყვეტთ. აღნიშნულ საკითხში აშშ, როგორც ნატო-ს მოკავშირე და 1951 წელს დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის დადებული თავდაცვითი შეთანხმების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი პარტნიორია. გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანიისა და გრენლანდიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის უფლებას წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×