რეზონანსი
06.01.2026

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი მიიჩნევს, რომ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგის რღვევის ნათელი მაგალითია.

„გასული წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, საქმე გვაქვს აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის რღვევასთან, რასაც გასული ათწლეულების საერთაშორისო ურთიერთობები ეფუძნებოდა. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ამ რღვევისა და მოშლის ერთ-ერთი კარგი გამოვლინებაა. ბევრს შეიძლება ჰქონდეს ცალკეული ნაბიჯების გადადგმის ცდუნება, მაგრამ მთავარი ორიენტირი, რომელიც ნებისმიერ პასუხისმგებლობიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, არის საკუთარი ეროვნული ინტერესები და მხოლოდ ამ ეროვნული ინტერესებით მოქმედებით შევძლებთ ამ პროცესების გადალახვას ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი არ მივიღოთ“, - მიიჩნევს მახაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×