რეზონანსი
06.01.2026

ფრიდრიხ მერცმა პარიზში, „მსურველთა კოალიციისთვის“ მიმართვისას განაცხადა, რომ პუტინი ომის მეოთხე ზამთარს, ცეცხლის შეწყვეტისკენ არ ისწრაფვის, პირიქით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ბრძანება გასცა.

მერცის განცხადებით, გერმანიის მთავრობა ცდილობს ომის დასრულებას, თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობით არის შესაძლებელი, რომ უკრაინა ამჯერად აშშ-სა და ევროპისგან რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

ცნობისთვის, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც კოალიციის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განისაზღვროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×