რეზონანსი
06.01.2026

თურქეთში მიმდინარე მასშტაბური გამოძიება, რომელიც მედიის, ხელოვნებისა და ბიზნესის მრავალ წარმომადგენლის წინააღდეგაა წამოწყებული, ახალი ეტაპზე გადავიდა.

ჩვენთან კარგად ცნობილი თურქული სერიალ „შერბეთის“ მსახიობი დოუქან გიუნგორი და თურქული ისტორიულ-ეპიკური საგის „დიდებული საუკუნის“ მსახიობი ეზგი ეიუბოღლუ ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს.

გენერალური პროკურატურა 26 ადამიანის დაპატიმრებას ითხოვს, მათ შორის ბევრი ცნობილი პირია, მაგალითად, საფეხბურთო კლუბ „ფენერბახჩეს“ პრეზიდენტი, სადეთინ სარანი.

ყველას ნარკოტიკების მოხმარებასა და  გავრცელებაში სახმარებაში, ასევე პროსტიტუციის წაქეზებასა და სუტენიორობაში  ედება ბრალია, 

დოუქან გიუნგორი კარგადაა ცნობილი თურქული სერიალების მოყვარულთა შორის - იგი სერიალ „შერბეთში“ ფათიჰ უნალის როლს თამაშობს, ხოლო  ეზგი ეიუბოღლუმ  სერიალში „დიდებული საუკუნე“ აიბიგე-ხათუნის როლი ითამაშა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×