რეზონანსი
05.01.2026

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია 990 ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი არასრულწლოვანი.

აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ირანში (HRAI), ცნობით, ქვეყანაში ვალუტის გაუფასურებითა და ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პროტესტი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, სულ მცირე 78 ქალაქსა და 222 ლოკაციაზე გავრცელდა. დემონსტრანტები რეჟიმის დასრულებას მოითხოვენ.

The Guardian-ი წერს, რომ საპროტესტო აქციები შაბათ-კვირასაც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ძალებმა კიდევ უფრო გააძლიერეს რეპრესიები ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, კომენტარების შემდეგ, რომელმაც მომიტინგეებს „მეამბოხეები“ უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×