რეზონანსი
05.01.2026

ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასის კლების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც, ჯანდაცვის მინისტრიც შეყვანილი ჰყავს. როგორც ვხვდები, წამლების ფასზე მოკალათებულებსაც დაერხათ, - ამის შესახებ არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქეთევან ტურიაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე „ხალხის პრობლემების გადაჭრას შეუდგა“.

„ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასის კლების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც, ჯანდაცვის მინისტრიც შეყვანილი ჰყავს.

როგორც ვხვდები, წამლების ფასზე მოკალათებულებსაც დაერხათ.

ქართველი ხალხი თქვენ გვერდით დგას ამ სახალხო საქმეში!

კობახიძე რომ ნამდვილად ხალხის პრობლემების გადაჭრას შეუდგა, მე სხვა პრემიერი ნამდვილად არ მახსენდება (ბატონ ბიძინას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა) ასე გულმოდგინედ და ეფექტურად რომ ემუშავა.

ყოჩაღ! ბოლომდე მივაწვეთ!“ - წერს ქეთევან ტურიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×