
ახლახან გამოქვეყნდა ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ვრცელი ანგარიში, ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდეციების შესახებ. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას, მოიცავს და მომზადებულია ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი მოლდოვას და ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვს.
ვოლსკის ინფორმაციით, ანალიზი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებსაც ეხება, სადაც უარყოფითი მაჩვენებელი მოლდოვის გარდა, ალბანეთსაც უფიქსირდება.
„ახლახან გამოქვეყნდა ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ვრცელი ანგარიში, ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას, მოიცავს და მომზადებულია ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, 6.5 ქულა აქვს და ლიეტუვასთან და პორტუგალიასთან ერთად თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებს. ევროპაში ბოლო ადგილებზე სამ ქულაზე დაბალი შეფასებით ორი ქვეყანა მოხვდა- მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ანალიზი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებსაც ეხება, რომელიც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევებს ადგენს. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მიხედვით, ირკვევა რომ ალბანეთში დარღვევების ნახევარი გამოწვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით, აგრეთვე მოლდოვას უარყოფითი მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის ქვეყნებს შორის." - წერს გიორგი ვოლსკი.