რეზონანსი
05.01.2026

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა USAID-ის პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადო, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში.

"როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია თავად ამხელს თავიანთ მსხვილ ორგანიზაციას, USAID-ს, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას და ამასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადეს, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში, ამით ყველაფერი ნათქვამია. მეორეს მხრივ, როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პირდაპირ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და განაცხადა, რომ დაახლოებით 8% ხმარდებოდა USAID-ის მიერ დეკლარირებულ საქმიანობას იმ თანხიდან, რა თანხასაც USAID-ი იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, ხოლო 92% ხმარდებოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა USAID-ს და რომელიც ხმარდებოდა ქვეყნებში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ქვეყნის ჰარმონიული ცხოვრების წესის დარღვევას და ა.შ. ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ამ თემაზე შეფასება გააკეთა კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა, რომლის განცხადებით USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×