რეზონანსი
05.01.2026

დონალდ ტრამპს არ სჯერა პუტინის მტკიცების, რომ თითქოს უკრაინელებს იერიში რუსი დიქტატორის რეზიდენციაზე უნდა მიეტანათ.

"მე არ მჯერა, რომ ეს დარტყმა განხორციელდა"- უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ს პრეზიდეტმა პასუხად თქვა, რომ მაშინ, როცა ამ თემაზე პირველი განცხადებები გააკეთა დეტალები არ იცოდა. მან აღნიშნა, რომ დეტალების გადამოწმების შემდეგ არ სჯერა, რომ თავდასხმა მოხდა.

"რადგან მაშინ არავინ იცოდა რა მოხდა. ანუ მაშინ პირველად გავიგე ამის შესახებ... მან თქვა, რომ მის სახლს დაესხნენ თავს. არ გვჯერა, რომ ეს მოხდა, ახლა, როცა შევამოწმეთ. თუმცა მაშინ პირველად გავიგეთ ამის შესახებ." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პუტინის რეზიდენციის რეგიონში "რაღაც მოხდა", რაც საპრეზიდენტო სასახლეზე თავდასხმასთან კავშირში არ იყო.

29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა ნოვგოროდში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში 91 დრონით მიიტანეს.  რუსეთს ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები არ გაუვრცელებია. ლავროვისგან განსხვევებული ცნობა გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.  29 დეკემბრს გავრცელებულ განცხადებაში უწყების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ნოვგოროდის ოლქში ჯამში 41 დრონი ჩამოაგდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×