რეზონანსი
05.01.2026

დანია ძლიერი დემოკრატია და ნატო-ს სანდო მოკავშირეა. გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მესმის რა აშშ-ის ლეგიტიმური უსაფრთხოების საჭიროებები, მჯერა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია დანიასა და აშშ-ს შორის პირდაპირი დიალოგის გზით და კოლექტიური თავდაცვის ჩარჩოებში“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება. „ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×