რეზონანსი
05.01.2026

თბილისში წერეთლის გამზირზე მომხდარი უმძმესი ავარიის შედეგად, 23 წლის თამარ გერმანიშვილი და ახალგაზრდა ტაქსის მძღოლი იგორ ენიგბარიანი დაიღუპნენ. ორივე მათგანი თელავიდან იყო.

ავარიიდან მეორე დღეს, თამარ გერმანიშვილის დამ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ამბობდა, რომ თამარი მოკლეს და ამაში გარდაცვლილ ტაქსის მძღოლს ადანაშაულებდა.

„რამხელა ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი გოგო და ჩვენი საყვარელი იგორი დაიღუპნენ. ვერ დავუშვებ, რომ რამეს არასწორს გააკეთებდა, ვფიქრობ, გაუგებრობაა. გლოვა უნდა ვაცალოთ ოჯახებს, ამ ტკივილის გადატანა და ვითარება გაირკვევა.

 წლებია, ჩვენი მეგობარი მგზავრებს ემსახურება და ერთი საყვედური არ მოგვისმენია. ეს ამბავი თავზარივით დაგვეცა, ნუ ავტეხთ მითქმა-მოთქმას, სწორი არ არის მიცვალებულების ოჯახებთან," - თქვა დაღუპული ტაქსის მძღოლის მეგობარმა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×