
თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ირაკლი შიხიაშვილი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ, ესპანეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, საიდანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა.
ირაკლი შიხიაშცილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები და თანამშრომლები ავრცელებენ.
ირაკლი შიხიაშცილმა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად ("მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს");
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტად დეპუტატად იყარა კენჭი (ბლოკი "ახალი მიმარჯვენეები");
2004 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ;
2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო - საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ;
2010 წლის მაისიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი;
2012 წლის 11 ოქტომბრიდან ფრაქცია "თავისუფლება"-ს თავმჯდომარე;
2013-2014 წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;
2014 წლიდან ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი.