რეზონანსი
04.01.2026

მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველ ერს ილია მეორის ლოცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე აძლიერებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 93 წლის გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×