რეზონანსი
04.01.2026

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ის აღნიშნავს, რომ ოპერაციის შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბევრი ილაპარაკა ნავთობზე, თუმცა სიტყვა „დემოკრატია" ერთხელაც არ უხსენებია.

„ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ტრამპმა მრავალჯერ ახსენა სიტყვა „ნავთობი". სიტყვა „დემოკრატია" მას ერთხელაც არ უთქვამს", - წერს მაკფოლი.

3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის" მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×