რეზონანსი
04.01.2026

ბედობის ღამეს წერეთლის გამზირზე დაღუპული 23 წლის თამარ კვაჭაძის ოჯახი აცხადებს, რომ გოგონა განზრახ მოკლეს. ამის შესახებ დაღუპულის და  სოციალურ ქსელში წერს.

მარიამ გერმანიშვილის თქმით, სიკვდილამდე 5 წუთით ადრე თამარმა მას უთხრა, რომ ტაქსის მძღოლი  უცნაურად ელაპარაკებოდა და მანქანას არ უჩერებდა. ამის მარიამმა თამარს ლოკაციის გაზიარება სთხოვა და მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა. ოჯახის ცნობით, ამ დროს თამარს კორპუსთან მეგობრები ელოდნენ. გერმანიშვილის თქმით, მძღოლმა დაინახა თუ არა მოქალაქეები, მთელი სისრწაფით გააგრძელა მოძრაობა, რაც საბოლოოდ, ავარიით დასრულდა. 

"23 წლის და მომიკლეს!..

დიახ, მომიკლეს და ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. 

საშინელი ერი ვართ.. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ჩემი დის ფოტოებს აფრიალებთ და თან ცრუ ინფორმაციას ავრცელებთ.

ბოლოს სიკვდილამდე ზუსტად 5 წუთით ადრე ველაპარაკე ჩემს დას. 

თამარმა მომწერა, რომ ტაქსის მძღოლი უცნაურად ელაპარაკებოდა, ამიტომ ვთხოვე ლოკაციის გაზიარება, რომ მენახა ზუსტად რა ადგილას იყო. 

ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა! 

სახლთან როგორც კი მივიდა და დაინახა, რომ თამარის მეგობრები მანქანით იდგნენ, აღარ გაუჩერა მანქანა და მთელი სისწრაფით დაიწყო მოძრაობა.

ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი! 

აბა გაბედეთ და ვინმემ თქვით, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. 

ჩემი და მოკლეს და არც იფიქროთ არანაირ დანდობა.

ყველას გაეცემა პასუხი.. 

მკვდარსაც და ცოცხლებსაც ვინც ამ უნამუსოს დარჩა..., -  წერს მარიამ გერმანიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, წერეთლის გამზირზე 2 იანვარს გვიან ღამით მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარიის შედეგად დაიღუპნენ 23 წლის თამარ კვაჭაძე და იმ ტაქსის მძღოლი, რომლითაც ის მგზავრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×