
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენი ერის სულიერ მამას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღეს!
განუზომელია მისი ღვაწლი სახელმწიფოს განვითარებაში, ქართული ეკლესიის აღორძინებაში, ერში რწმენის განმტკიცებაში, ქართული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.
საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა რთულ ეტაპზე ილია II-ის როლი იყო უმნიშვნელოვანესი.
მინდა, ვუსურვო ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა!“, – წერს კახა კალაძე.