რეზონანსი
04.01.2026

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ოპერაციის ფარგლებში, ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი დააკავეს, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნიკოლას მადუროსთვის საკუთარი ფუნქციის შესრულება დროებით შეუძლებელია. ქვეყნის კონსტიტუცია კი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა უნდა შეასრულოს.

როგორც სასამართლოს ბრძანებაშია აღნიშნული, დელსი როდრიგესი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, თანამდებობისთვის დამახასიათებელ ყველა უფლებამოსილებას საკუთარ თავზე აიღებს, რათა ადმინისტრაციამ უწყვეტად იმუშაოს და ერის ყოვლისმომცველი დაცვა შეძლოს.

ცნობისთვის, მანამდე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×