რეზონანსი
04.01.2026

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის შესრულდა. იგი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უკვე 48 წელია მართავს. ახალგაზრდულ ასაკში ილია მეორეს მოკრძალებული სურვილი ჰქონდა.

"მე მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, სულ პატარა სოფელში, საქართველოში ვყოფილიყავი მოძღვარი", - განაცხადა ერთ-ერთ ჩანაწერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისი სურვილი ახდა, მოძღვარი გახდა, თუმცა ღვთის განგებით ამ სოფლად ერთ-ერთი უძველესი სამწყსო ერგო - საქართველო.

„იყო ისეთი დღეები, თვეები და წლები, როდესაც ძალიან უჭირდა ეკლესიას, ვეღარ ვპოულობდი გზას და აი, იმ დროს დაიწერა ეს, ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, - იხსენებდა პატრიარქი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×