რეზონანსი
03.01.2026

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი ილია თო­ფუ­რია სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა. გა­მო­ცე­მა El Mundo-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპორ­ტსმე­ნი 7 იან­ვარს მად­რიდ­ში, მოს­ტო­ლე­სის ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გა­მო­ცხად­დეს.

ბრალ­დე­ბე­ბი და დაც­ვის პროგ­რა­მა

და­ვის ინი­ცი­ა­ტო­რი ილი­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ია, რო­მე­ლიც მათი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის ქა­ლიშ­ვი­ლის დე­დაა. ჯორ­ჯი­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა, სა­დაც ჩემ­პი­ონს შემ­დეგ მუხ­ლებ­ში სდებს ბრალს:

ოჯა­ხუ­რი და გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბა;

ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბა;

ოჯა­ხუ­რი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯორ­ჯი­ნა ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე და­ი­ნა­ხა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თოფურიამ განცხადება გაავრცელა.

„გუშინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ყალბი სათაურით, თითქოს მე ოჯახური ძალადობის საქმეზე დაკითხვაზე ვიყავი დაბარებული. მოგვიანებით ეს სათაური შეიცვალა, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მე არასდროს ვყოფილვარ დაბარებული ამ მიზეზით დაკითხვაზე, თუმცა რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, თუ ოდესმე საჭირო გახდება. რეალობა ისაა, რომ სასამართლო სისტემის მუშაობის წესიდან გამომდინარე, ვალდებული ვარ მივიდე სასამართლოში, მაგრამ დაბარება უკავშირდება მხოლოდ ოჯახურ და ადმინისტრაციულ საკითხს - ჩემს ქალიშვილთან დაკავშირებულს, რომელიც ესპანეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება და რომლის ნახვაც თვეების განმავლობაში ვერ შევძელი, მიუხედავად არაერთი მცდელობისა.

მესმის საჯაროობის ფასი, თუმცა ეს არ ამართლებს დაუდასტურებელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების დამახინჯებას ან არასრულწლოვანის შესახებ საკითხების გამჟღავნებას. ეს ვითარება წარმოიშვა განქორწინების პროცესში ჩემ მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირიან მოლაპარაკებებს მოჰყვა ჩვენი დაშორების შემდეგ. მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი სრულიად არაგონივრულ ფინანსურ მოთხოვნებზე, რამდენიმე კვირის შემდეგ შეტანილ იქნა ძალადობის ბრალდებაზე სარჩელი - რაზეც მანამდე უკვე ვიყავი მუქარით გაფრთხილებული - და რაც ამჟამად სასამართლოს მიერ განიხილება.

მე კვლავ ვენდობი ღმერთს, სამართალსა და ადამიანებს. ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და რომ მალე შევძლებ დავიბრუნო ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამიდან ერთ-ერთი - ჩემი ვაჟის, ჰუგოს გვერდით - ჩემი ქალიშვილი, ჯორჯინა.

მედიისგან მხოლოდ იმას ვითხოვ, რასაც მათი უმეტესობა ყოველთვის იჩენდა ჩემს მიმართ - პატივისცემასა და სიზუსტეს, და რომ დაეყრდნონ ფაქტებს, რადგან სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს.

ღმერთმა დაგლოცოთ.", - წერს თოფურია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×