რეზონანსი
03.01.2026

ამერიკამ ვენესუელას დაარტყა. ტრამპის ამოცანა შესრულებულია, ნიკოლას მადურო შტატებშია. ვენესუელის პრეზიდენტი ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს. სპეციალური ოპერაცია ამერიკულმა დანაყოფმა „დელტამ“ კარაკასში ჩაატარა. ნახევარი საათის განმავლობაში, დედაქალაქთან ერთად, იბომბებოდა სხვადასხვა ოლქში მდებარე სამხედრო ბაზები, პორტები და პარლამენტი. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა აიყვანეს მადუროს ცოლიც. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა მარ-ა-ლაგო და ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციაა, სადაც ზუსტად 2 საათში დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია დაიწყება.

მანამდე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რომელიც აცხადებს, რომ მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ არის ლეგიტიმური მთავრობა:

„მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ არის ლეგიტიმური მთავრობა. მადურო არის „კარტელ დე ლოს სოლესის“ ხელმძღვანელი - ნარკო-ტერორისტული ორგანიზაციის, რომელმაც ქვეყანა ჩაიგდო ხელში. ის იმყოფება ბრალდების ქვეშ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების შეტანის გამო“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×