რეზონანსი
03.01.2026

ვენესუელას თავდაცვის მინისტრის, ვლადიმირ პადრინოს განცხადებით, ქვეყანა უცხო ქვეყნის საჯარისო შენაერთებს წინააღმდეგობას გაუწევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზიანი მიადგა რამდენიმე სამოქალაქო დასახლებას. ვენესუელა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

ცნობისთვის, დილით ადრე კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×