რეზონანსი
03.01.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ, ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ის ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

„ახალი ეპოქა ვენესუელასთვის! ტირანი დამარცხებულია. ბოლოს და ბოლოს ის ჩადენილი დანაშაულების გამო მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“, - დაწერა ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, დილით ადრე კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარში ვენესუელის მთავრობამ აშშ დაადანაშაულა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელას წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან გაყვანილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×