რეზონანსი
03.01.2026

31 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ვა­კის კორ­ტებ­თან მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. მათი ცნო­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის გარ­და პირს ბრა­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზეც წა­რედ­გი­ნა.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 31 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბრალ­დე­ბულ­მა წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და­ზა­რა­ლე­ბულს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი ასე­ვე, უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ტა­დონს“.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბა) და 260-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მალ­ხაზ ბა­ღა­თე­ლი­აა. ის ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. არ ეთან­ხმე­ბა ბრალ­დე­ბას. „ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტია. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ბა­ღა­თე­ლია და მოკ­ლუ­ლი ბო­კუ­ჩა­ვა ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ. ირ­კვე­ვა, რომ ვაჭ­რობ­დნენ ავტო ნა­წი­ლე­ბით. მოკ­ლუ­ლიც და ბრალ­დე­ბუ­ლიც ზუგ­დი­დი­დან არი­ან. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ბა­ღა­თე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი და ამ მიზ­ნით ბო­კუ­ჩა­ვა თბი­ლის­ში და­ი­ბა­რა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით ბა­ღა­თე­ლია ბო­კუ­ჩა­ვას თან­ხის მით­ვი­სე­ბას აბ­რა­ლებ­და, რაც მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი გახ­და.

„ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი კვლავ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს. დღეს მო­სა­მარ­თლე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს, რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა „ტვ პირ­ველ­თან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×