რეზონანსი
03.01.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ უწყების სხვადასხვა დანაყოფისა და სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში პირადად მოინახულა ის თანამშრომლები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და ქვეყნის უსაფრთხოებას.

გეკა გელაძემ უწყების თანამშრომლებს წარმატება უსურვა და გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×