რეზონანსი
03.01.2026

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ საჰაერო დარტყმების გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

შესაბამისი ბრძანება ქვეყნის კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დაბომბილია დედაქალაქი კარაკასი და შტატები მირანდა, არაგუა და ლა გუაირა.

დღეს დილით, კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარში ვენესუელის მთავრობა აშშ-ს ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ აშშ რამდენიმე თვის განმავლობაში ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის საბაბით კარიბის ზღვაში გემებს ანადგურებს. გარდა ამისა, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნა გააძლიერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×