რეზონანსი
03.01.2026

ვენესუელას მთავრობამ აშშ ქვეყნის რამდენიმე შტატში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებში დაადანაშაულა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ვენესუელას მთავრობა საკუთარ მომხრეებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„ხალხი ქუჩებში გავიდეს! ბოლივარული მთავრობა მოუწოდებს ქვეყნის ყველა სოციალურ და პოლიტიკურ ძალას, გაააქტიურონ მობილიზაციის გეგმა და უარყონ იმპერიალისტური თავდასხმა“, - აღნიშნულია ვენესუელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მოუწოდებს მთავრობას „ეროვნული თავდაცვის ყველა გეგმა შეასრულოს“.

ცნობისთვის, დილით ადრე, კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება მომხდარი. აღსანიშნავია, რომ აშშ რამდენიმე თვის განმავლობაში ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის საბაბით კარიბის ზღვაში გემებს ანადგურებს. გარდა ამისა, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნა გააძლიერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×