რეზონანსი
02.01.2026

თბილისის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში გზები თოვლისგან იწმინდებოდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობდნენ.

ტექნიკური მარილი დაიყარა: ნუცუბიძის პლატოებზე, თხინვალას დასახლებაში, სოფელ აგარაკში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე; წყნეთში, ახალდაბაში, ბეთანიასა და თელოვანაში, 112-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდის სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე; ოქროყანას, წავკისის, შინდისის, ტაბახმელას, კოჯრისა და კიკეთის დასახლებებში; სოფელ დიდ ლილოში, პატარა ლილოში, ვაზისუბანში, მახათას მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიაბისა და ცაიშის ქუჩებზე; ორთაჭალისა და კრწანისის ქუჩებზე, ორთაჭალა-შინდისის ახალი გზაზე, მნათობისა და სააკაძის ქუჩებზე; გიორგიწმინდაში, ზაჰესში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუხიანის აგარაკებზე, გლდანის ციხეების მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის შემოვლით გზაზე; ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე, თბილისის ზღვის გზაზე.

გზების გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევდა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

საჭიროების მიხედვით, გზებზე მარილის დაყრა გრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×