რეზონანსი
02.01.2026

ბარბარა სამხარაძე ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებულია. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. ამჯერად ბარბარა პირად თემებზე საუბრობს:

"პირად ცხოვრებაში სიახლეები მაქვს, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რომ ვაკვირდები, ვინც მეტს ლაპარაკობს ამაზე, მას მეტი პრობლემებიც უჩნდება. მთავარია, რომ ვარ ძალიან ბედნიერი და თავს ყველანაირად ჰარმონიულად ვგრძნობ.

შეგნებული ასაკიდან მოყოლებული, ველოდი, როდის გავხდებოდი 25 წლის. მგონია, რომ ეს არის ასაკი, როცა შესაძლებლობები უკვე შენს ხელშია და ისინი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. ამ ასაკში თუ რამეს ვერ გააკეთებ, სხვას ვეღარ დააბრალებ, უკვე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ, წელს ბევრი კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც ის, რომ ვაკეთებ ბენდს და წინ მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს,“ – თქვა ბარბარა სამხარაძემ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×