რეზონანსი
02.01.2026

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისსა და შიდა ქართლში სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გეკა გელაძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება და მოქალაქეთა დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური, თავდადებული შრომის შედეგია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულად აფასებს მათ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, ღირსეულად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა.

გეკა გელაძემ ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომელთა მხარდაჭერას, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×