რეზონანსი
01.01.2026

გასულ ღამეს მესტიის გზაზე ზვავი ჩამოწვა. ცნობით, მოქალაქეები  გვირაბში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები. 

 "1 საათია მოვიდა ტრაქტორი,  ცოტა ხნის წინ კი მეორე ტრაქტორი მოვიდა და ძალიან ნელა, მაგრამ მივიწევთ წინ. გუშინ 19:00 საათის მერე ვართ (ჩარჩენილები) ჩვენ პირადად.  ღამე გვირაბში გავათიეთ. ჩვენ და ჩვენს ახლოს მყოფებს საჭმელი გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთ ღამეს ვერ  გავუძლებთ. უკან გზაც ჩახერგილია. წინ ისევ ზვავია და ისევ ვჩერდებით. არაფერს ვედავები ტრაქტორის მძღოლებს.  მთელი ღამე იმუშავა იმ ერთადერთმა ტრაქტორმა , რომელმაც მოაღწია, მაგრამ მერე საწვავი გაუთავდა. 

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კავშირის პრობლემა გვაქვს. ინტერნეტი არ იჭერს გვირაბებში და გვირაბების გარეთ გამოსვლა ფიზიკურად ძალიან გვიჭირს. ლამის ჩემს მხრებამდე თოვლია, ყინავს და გარეთ დიდ ხანს ვერ ვძლებთ და იძულებულები ვართ, რომ გვირაბებში ვიყოთ" - ამბობს მოქალაქე ელისო კავილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×