
მომღერალი თიკა ჯამბურია 2025 წელს აჯამებს და ინსტაგრამ სთორებში საკუთარ რთულ გამოცდილებაზე საუბრობს. მისი თქმით, გასული წელი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.
„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ალბათ ყველაზე რთული წელი მქონდა. ვიპოვე ფართი, რომ ოცნება ამეხდინა და კაფე გამეხსნა. იანვარში გავიგე, რომ საოპერაციო ვიყავი. ტანტრა ძალიან დამეხმარა სტრესულ პერიოდში. მარტში კაფე გავხსენი. ზაფხულში ვიმოგზაურე ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად.
აპრილში გამოვიდა ჩემი და თედოს სიმღერა, რომელიც ჩვენნაირ ადამიანებს მივუძღვენით. იყო უამრავი ტალღა სიძულვილის, ამავდროულად სხვა ადამიანებისგან სიყვარული და სითბო, მაგრამ ჩემს გვერდით ყოველთვის სიყვარულია და მარტივად ვერევი რთულ სიტუაციებს.
ნოემბერი ყველაზე რთული იყო. ვიღაცისთვის შეიძლება საღლიცინო იყო (ბარიატრიის თემა), მაგრამ ჩემთვის გახდა ჯოჯოხეთური დღეების დასაწყისი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, რომელმაც ფიზიკურადაც წამაქცია. ყველაზე ბოლო ენერგიით ვცდილობდი კაფესთვის ყურადღება მიმექცია, მაგრამ ჩემმა მენტალურმა პრობლემამ ამაზე იმოქმედა, კაფეში ფინანსური კრიზისი დაიწყო და სამწუხაროდ, ჩემი პატარა, ლამაზი კაფე დროებით დავკეტე. მინდა ძალები აღვიდგინო და გავძლიერდე. მალე დაგიბრუნდებით“, - წერს თიკა ჯამბურია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე