რეზონანსი
30.12.2025

 "ეკონომიკის სფეროში ძალიან შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს" - ირაკლი კობახიძე

10 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა არის 7.6% და წლის ბო­ლო­საც გა­ვალთ და­ახ­ლო­ე­ბით ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, რაც აღე­მა­ტე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის კო­რექ­ტი­უ­რე­ბულ, გაზ­რდილ ბრუნ­ვა­საც კი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა ხაზი გა­უს­ვა ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის გა­ნახ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

"თვი­სებ­რი­ვად გა­ნახ­ლდა ჩვე­ნი გუნ­დი. შე­დე­გე­ბი ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში გვაქვს ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლის და­სა­წყის­ში ქვეყ­ნდე­ბო­და უარ­ყო­ფი­თი პროგ­ნო­ზე­ბი. რა თქმა უნდა, ეს იყო ხე­ლოვ­ნუ­რად და­გეგ­მი­ლი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გი. ჩვენ წლის ბო­ლოს­თვის ვა­ხერ­ხებთ შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას. 10 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა არის 7.6% და წლის ბო­ლო­საც გა­ვალთ და­ახ­ლო­ე­ბით ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, რაც აღე­მა­ტე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის კო­რექ­ტი­უ­რე­ბულ, გაზ­რდილ ბრუნ­ვა­საც კი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის ეფექ­ტი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გი. თი­თო­ე­ულ თქვენ­განს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ამი­სათ­ვის. პირ­ვე­ლად გა­დას­ცდე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა 100 მლრდ ლარს და მი­აღ­წევს და­ახ­ლო­ე­ბით 104 მლრდ ლარს. ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­დას­ცდე­ბა პირ­ვე­ლად ასე­ვე 10 000 დო­ლარს და მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რის პა­რი­ტე­ტის მი­ხედ­ვით გა­დას­ცდე­ბა პირ­ვე­ლად ასე­ვე 30 000 დო­ლარს

ბუ­ნებ­რი­ვია, ეკო­ნო­მი­კის ზრდა მთლი­ა­ნო­ბა­ში აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, ასე­ვე თუნ­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხე­ბა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×