რეზონანსი
30.12.2025

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „საპა“ ავრცელებს, წყაროდ მისი ადვოკატი ალან ბაზაევი სახელდება.

ბაზაევის თქმით, მეარაყიშვილი „ნორმალურ განწყობაზეა“, თუმცა ძლიერი სისუსტე აწუხებს. ის ასევე ამბობს, რომ აქტივისტი შიმშილობის შეწყვეტას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

მეარაყიშვილს საკითხს დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ლევან იოსელიანმა აქტივისტის დაკავება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა და დე ფაქტო ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დააკავეს. აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ცნობილია ასევე, რომ თამარ მეარაყიშვილი "მშრალ შიმშილობაზე" გადავიდა. უფლებადამცველის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თამარ მეარაყიშვილმა უკვე 10 კილოგრამი დაკარგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×