
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე იმსჯელა. პროცესს ხაბეიშვილი დაესწრო, ზოდელავამ კი სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თქვა.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი, რომლის შეფასებითაც, ხაბეიშვილი ტყვეა, რადგან ის პოლიტიკური განცხადების გამოა დაკავებული.
"ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც პოლიტიკური განცხადების გამო არის დაკავებული. ამ ადამიანმა გააკეთა ეს განცხადება, დაახლოებით, 12-ჯერ და მე-12 განცხადებაზე მიხვდნენ, რომ დანაშაული იყო?! ამდენი ხნის განმავლობაში, პოლიტიკური ტყვეობის ფაქტორის გარდა ადამიანს არ აღირსეს სასამართლო", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.