რეზონანსი
30.12.2025

"კიევმა და დასავლეთმა უნდა აღიარონ ის ტერიტორიული რეალობა, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოების შემდეგ წარმოიშვა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის ნეიტრალური, არა ალიანსური და არა ბირთვული სტატუსის უზრუნველყოფა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ექსპანსია უნდა შეჩერდეს.

"კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა უნდა აღიარონ ის ახალი ტერიტორიული რეალობები, რომლებიც ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების - ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შემდეგ წარმოიშვა.

ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია უცვლელი რჩება. სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის და დასავლეთი ამას ხვდება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება - სასურველია მოლაპარაკებების გზით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო საშუალებებით," - აცხადებს სერგეი ლავროვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×