რეზონანსი
30.12.2025

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ფაქტ-მეტრი“ აღიარებს, მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებული ეკონომიკური პროგნოზის, დასახელებული რიცხვების და სტატისტიკური მონაცემების სიმართლეს.

დეპუტატის თქმით, საქართველო მიემართება მაღალი შემოსავლების ქვეყნების ჯგუფში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

„ის ფაქტი, რომ „ფაქტ-მეტრმა“ დაადასტურა ირაკლი კობახიძის ნათქვამის სისწორე ამტკიცებს, რომ ისინი (რადიკალური ოპოზიცია) ობიექტურ რეალობას ვერ გაექცნენ, თუმცა მაინც გამონახეს სასპეკულაციო თემა - ამბობენ, რომ ეს სულაც არ არის უპრეცედენტო, რაც მორიგი სპეკულაცია და დეზინფორმაციაა. პირველად გადასცდა ჩვენი ბიუჯეტი ას მილიარდს და როგორ არ არის უპრეცედენტო შემთხვევა? საქართველო მტკიცედ მიემართება მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში თავისი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×