
თემქაზე მოკლული 28 წლის მასწალველბლის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ეკა კუპატაძე ახალ გარემოებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მკვლელობაში ბრალდებულები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში წერენ, რომ თბილისში მომხდარ ფაქტს ერთ-ერთი ქალბატონი საცხოვრებელი კორპუსიდან უყურებდა.
გიგა ავალიანის დედა აღნიშნულ მოქალაქეს მიმართავს და ურჩევს გამოჩნდეს. „ნუ დაიმალებით, შემეხმიანეთ, დუმილი დანაშაულია!“ - წერს ეკა კუპატაძე.
შვილმკვდარი დედა კიდევ ერთ გარემოებაზე მიუთითებს და თემქაზე მცხოვრები იმ ბიჭების მშობლებს მიმართავს, რომლებსაც ნაცემი ავალიანი გადარჩენა უნდოდათ და სასწრაფო გამოიძახეს - „ათქმევინეთ სიმართლე შვილებს“.
გიგა ავალიანის დედის მტკიცებით, თვითმხილველების მშობლებს მკვლელობაში ბრალდებულების მხარესთან გარკვეული კავშირი ჰქონდათ - „ფრთხილად, გაწირავთ ჩემს შვილს, დაიჭერენ თქვენსას! მკვლელების მამებს შუბლის ძარღვი არ აქვთ“.
„ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!
პოსტი დიდია და თემქელებს ვთხოვ, ბოლომდე წაიკითხეთ. ორივე მკვლელი, ჩვენებაში წერს, რომ მე-2, თუ მე-3 სართულის ფანჯრიდან იხედებოდა ქალი. მივმართავ ამ ქალბატონს, შემეხმიანეთ. ალბათ, ხართ დედა, შვილი ხომ მაინც ხართ? ხომ იცით რა ტკბილია დედა-შვილობა და ჩვენი დედა-შვილობა რა მწარედ გაწყვიტეს. ხომ ხედავდით ჩემს შვილებს, როგორი მოწესრიგებული ბიჭები იყვნენ. იცით, რომ მანდ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ შემეხმიანეთ, შეგხვდებით სადაც მეტყვით. მეზობლებო, იქნებ, სულ არ აქვს „ფეისბუქი“ იმ ქალბატონს, მოიკითხეთ ერთმანეთში; სულ არის 6 ოჯახი, რასაც მკვლელების თვალი გაწვდებოდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, მათ აგრესიას და შიშს, ხომ არავინ დაგვინახაო, შესაძლოა უფრო მეტ ფანჯარას მოავლეს თვალი. ნუ დაიმალებით, შემეხმიანეთ! აქ დუმილი დანაშაულია! მკვლელები სასამართლო პროცესზე იყენებენ დუმილის უფლებას, რადგან იციან, რომ ტყუილში იოლად გამოიჭერს მოსამართლე; მით უფრო, რომ ერთი ისეთი დებილია, როცა კითხეს სად სწავლობო, ვერ უპასუხა. მათ იცავთ, ყოფილი პროკურორები და პროკურატურასთან კარგად შეკრული, ძვირადღირებული, მონსტრი ადვოკატები, რომლებიც ფულის გულისთვის რკინასაც კი გაღეჭავენ. პროკურატურამ იმ ერთ, აქციის დღეს, რომ ჭკვიანი და პრინციპული პროკურორი, ლევან ვეფხვაძე გამოაჩინა პროცესზე და მედიასთან, რითაც პააააატარა იმედი ჩამესახა, ის ისევ გააქრო. აუხვია ხალხს თვალი და ახლა გიგას ისევ მხოლოდ მიხეილ კუპრაშვილი იცავს, რომელიც პატარა ბავშვივით დგას პროცესზე და საქმეს დაიცავს კი არა, იმდენად უსუსურია, გამოცდილებასაც ვერ მიიღებს ამ სასამართლო პროცესებიდან. ახლა მივმართავ იმ თემქელი ბიჭების მშობლებს, ვისაც ჩემი შვილის გადარჩენა უნდოდა და სასწრაფოს გამოუძახა.
ათქმევინეთ სიმართლე შვილებს, სიმართლის დაცვა მარტივია, იქ არაფერი შეეშლებათ, თორემ ტყუილში მარტივად გამოიჭერენ. არ ვიცი, თვალს ადევნებთ თუ არა ამ საქმეს, მააააგრამ იცით საქმე საით მიჰყავთ?!
მოკლედ გეტყვით: მკვლელმა ალექსანდრე გაბაშვილმა მოუქნია მუჭი სახეში, გიგა მოწყვეტით დაეცა და შეშინებულები ადგილიდან მიიმალნენ. ამას ტელეფონით იღებდა გიორგი რიკაძე (ვიდეოს ზუსტად ის ნაწილი აქვთ, რაც ჭირდებათ, დანარჩენი წაშალეს). კლინიკაში გიგა მიიყვანეს თავგატეხილი. კითხვა: - „ვინ გატეხა თავის ქალა?“ მკვლელები რომ წავიდნენ, ექიმების მოსვლამდე თქვენი შვილები იყვნენ გიგასთან. მშობლებო, ნუ დაღუპავთ შვილებს, მათ ჩემი შვილის დახმარება უნდოდათ და არ მინდა თქვენი შვილები დასხდნენ საბრალდებო სკამზე. მე ვიცი, რომ თქვენ კავშირი გქონდათ მკვლელების მხარესთან! თქვენ იცავთ მკვლელებს და წირავთ შვილებს! 125 მოწმიდან დაკითხვაზე დაიბარებენ მხოლოდ 12 მოწმეს და ამ მცირე რაოდენობაში შედის თემქელი ბიჭები!!! ფრთხილად, გაწირავთ ჩემს შვილს? დაიჭერენ თქვენსას!!! მკვლელბის მამებს შუბლის ძარღვი არ აქვთ! გამწირავთ? გაგწირავენ!“ - წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოკლული მასწავლებლის ოჯახის წევრები და ნათესავების მთავარი მოთხოვნაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან თვლიან, რომ ესაა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული.