რეზონანსი
30.12.2025

საქართველოს რკინიგზა, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძვრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×