რეზონანსი
30.12.2025

ას­ტრო­ლო­გი ნინა ხო­მე­რი­კი მო­მა­ვა­ლი წლის მთა­ვარ ტენ­დენ­ცი­ებ­სა და პლა­ნე­ტა­რულ გან­ლა­გე­ბებ­ზე სა­უბ­რობს. ეს წელი უფრო მე­ტად პო­ზი­ტი­უ­რი და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე წინა წლე­ბი.

"ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნი გვპირ­დე­ბა, რომ იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი, დი­ნა­მი­კუ­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი, რაც ხელს შე­უ­წყობს ბევ­რი კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას. 17 თე­ბერ­ვალს, ასე­ვე ვე­ლო­დე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში, სა­დაც მო­მა­ვა­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გე­ბა პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნის ტრან­ზი­ტი. ცხე­ნი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე, აქ­ტი­უ­რი, ჭკვი­ა­ნი და ემო­ცი­უ­რი ცხო­ვე­ლია და 2026 წელს ის შე­მა­ტებს იმ­პულ­სუ­რო­ბა­სა და ემო­ცი­უ­რო­ბას, ის შრო­მის­მოყ­ვა­რეა, ხოლო ცე­ცხლის სტი­ქია, ყვე­ლა ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, გუ­ლის­ხმობს ენერ­გი­უ­ლო­ბას და მათ, ვი­საც აქვს 2026 - ში წინსვლის, კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის, ან ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი, იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დია და­კავ­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბით.

პლუ­ტო­ნის, ურა­ნი­სა და ნეპ­ტუ­ნის სექ­სტი­ლი, ანუ პო­ზი­ტი­უ­რი ას­პექ­ტი, რო­მე­ლიც დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა და მო­ი­ტანს შე­მოქ­მე­დე­ბით წინსვლებს, აქ­ტი­უ­რო­ბას, დიდი პლა­ნე­ტე­ბი მარ­თა­ვენ მა­სობ­რივ, პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებს. პლუ­ტო­ნი­სა და ნეპ­ტუ­ნის და­დე­ბით ას­პექტს შე­უძ­ლია და­იც­ვას სამ­ყა­რო ყვე­ლა ცუდი სცე­ნა­რის­გან და ზო­გა­დად, ეს 3 პლა­ნე­ტა, გვაძ­ლევს იმის გა­რან­ტი­ას, რომ 2026 წელს, მსოფ­ლი­ო­ში არ მოხ­დე­ბა დიდი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, კა­ტას­ტრო­ფე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნო­ცი­დი. შემ­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრან­ზი­ტი უკავ­შირ­დე­ბა სა­ტურ­ნი­სა და ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბას ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა თე­ბერ­ვალ­ში და გაგ­რძელ­დე­ბა 2026 წლის 29 მა­ი­სამ­დე , ნეპ­ტუ­ნი ვერ­ძში გა­და­დის 26 იან­ვარს და დარ­ჩე­ბა ამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში 2038 წლის 22 მა­ი­სამ­დე, ხოლო სა­ტურ­ნი შევა ვერ­ძში 14 თე­ბერ­ვალს და 2028 წლის აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე იქ იდ­გე­ბა. მათი ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა, 26 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში , გა­მოც­დის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს სიმ­ყა­რე­ზე, გულ­წრფე­ლო­ბა­ზე და და­ას­რუ­ლებს ყალბ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, მო­ახ­დი­ნოთ სა­კუ­თა­რი დრო­ის, ძა­ლე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის ინ­ვეს­ტი­რებ ა ოჯახ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, შექ­მნათ კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, სა­დაც ემო­ცი­უ­რად თავს იგ­რძნობთ და­ცუ­ლად, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი და­გეხ­მა­რე­ბათ წლის მე-2 ნა­ხე­ვარ­ში გა­დად­გათ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად. აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2026 წლის ივ­ლი­სი­დან, ბედ­ნი­ე­რე­ბის, წარ­მა­ტე­ბი­სა და სი­უხ­ვის მომ­ტა­ნი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი შევა 12 თვით ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში, რაც ამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას აქ­ცევს ამ წლის ფა­ვო­რი­ტად. ამ პე­რი­ოდ­ში, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს იპო­ვოს თა­ვი­სი მეორე ნა­ხე­ვა­რი, და­ი­წყონ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, იყ­ვნენ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ნა­ყო­ფი­ერ­ნი და აქ­ტი­ურ­ნი, გა­ი­ფარ­თო­ონ ჰო­რი­ზონ­ტე­ბი, გა­ა­ჩი­ნონ შვი­ლე­ბი, და­ო­ჯახ­დნენ და ა.შ. ანუ ეს 12 თვე იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი და და­დე­ბი­თი ამ კუ­თხით ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გმე­ლად, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამ ტრან­ზი­ტი­სა, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის და ასე­ვე რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, რაც ყო­ველ წელს არ ხდე­ბა და 2026 წელს, ჩვენ მოგ­ვი­წევს მისი გავ­ლა. ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის წე­ლი­წად­ში მერ­კუ­რი სამ­ჯერ წავა რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­ში, კერ­ძოდ: 2026 წლის 27 თე­ბერ­ვლი­დან - 20 მარ­ტის ჩათ­ვლით, 30 ივ­ნი­სი­დან - 23 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით და 25 ოქ­ტომ­ბრი­დან - 13 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით.

ამ პე­რი­ო­დებ­ში, არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ახა­ლი წა­მო­წყე­ბე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა, თუმ­ცა შეძ­ლებთ და­ას­რუ­ლოთ ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, იდე­ა­ლუ­რია ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­სა­ხუ­რად და წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, შემ­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რეტ­როგ­რა­დი უკავ­შირ­დე­ბა პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე არ არის ხში­რი მოვ­ლე­ნა და 2026- ში მისი უკუს­ვლა და­ი­წყე­ბა 4 ოქ­ტომ­ბერს, რო­მე­ლიც გაგ­რძელ­დე­ბა 14 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დის პე­რი­ოდ­ში, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა დავ­გეგ­მოთ ქორ­წი­ნე­ბა, ეს პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი გა­მოც­და წყვი­ლე­ბის­თვის, ის მო­ი­ტანს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ცვლი­ლე­ბას, ასეთ დროს, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ცო­ცხლდეს ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს ფი­ნან­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან, ვე­ნე­რას რეტ­რო მოძ­რა­ო­ბა­ში, შე­უძ­ლია მო­გი­ტა­ნოთ დიდი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი, აგ­რეთ­ვე, არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა, რად­გან, მისი დი­რექ­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა ეს ნივ­თე­ბი სა­ერ­თოდ აღარ მო­გე­წო­ნოთ ან სუ­ლაც უსარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდეს თქვენ­თვის.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის კო­რი­დო­რე­ბი, რო­მე­ლიც წელ­საც სტან­დარ­ტუ­ლად ორია, პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბის კო­რი­დო­რი იხ­სნე­ბა 17 თე­ბერ­ვალს მზის დაბ­ნე­ლე­ბით და იხუ­რე­ბა 3 მარტს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით , ხოლო მე­ო­რე კო­რი­დო­რი იწყე­ბა 12 აგ­ვის­ტოს მზის დაბ­ნე­ლე­ბით და იხუ­რე­ბა 28 აგ­ვის­ტოს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით. ზო­გა­დად, ეს მოვ­ლე­ნა ყო­ველ­თვის უკავ­შირ­დე­ბა, რა­ღა­ცის შე­ჯა­მე­ბას, და­სას­რულს და ახ­ლის და­წყე­ბას, ამი­ტომ, ამ პე­რი­ოდ­ში, დას­რულ­დე­ბა ისე­თი თე­მე­ბი, რო­მელ­საც ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი 2015-2017 წლებ­ში. ასე­ვე 2026 წლის აპ­რი­ლის ბო­ლო­დან იწყე­ბა ურა­ნის 6 წლი­ა­ნი ტრან­ზი­ტი ტყუ­პე­ბის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ტანს რე­ვო­ლუ­ცი­ურ აზ­როვ­ნე­ბას, დიდ წინსვლას ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის დარ­გში, რაც თა­ვის მხრივ და­აჩ­ქა­რებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას და და­ან­გრევს ძველ სტე­რე­ო­ტი­პებს, ეს კი იქ­ნე­ბა ტყუ­პე­ბის­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის ერ­თგვა­რი ბიძ­გი, ახა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბის­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ტრანსფორ­მა­ცი­ის­თვის, სამ­ყა­რო ჩვენს გარ­შე­მო სწრა­ფად და­ი­წყებს ცვლი­ლე­ბას და იმი­სათ­ვის, რომ არ ჩა­მოვ­რჩეთ რიტმს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მუდ­მი­ვად ვიზ­რუ­ნოთ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ავით­ვი­სოთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×