რეზონანსი
29.12.2025

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

„ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, სწრაფი განვითარება და ასეთი პროექტების განხორციელება არის საუკეთესო გზა და საშუალება ამისათვის.

კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ყველას მინდა მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის წარმატებით დასრულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×