რეზონანსი
29.12.2025

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2026 წელს რუსეთის სამხედრო სამსახურში 261 000 ადამიანს გაიწვევენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

„2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 18-დან 30 წლამდე ასაკის რუსეთის ფედერაციის 261 000 მოქალაქის გაწვევა განხორციელდეს, რომლებიც რეზერვში არ იმყოფებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულებას ექვემდებარებიან", - ნათქვამია განკარგულებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×