
ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „კიევის ტერორისტული ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება".
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.
„ჩვენი მხრიდან მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ მსგავსი გაუაზრებელი ტერორისტული ქმედებები ყველაზე სერიოზული პასუხის გარეშე არ დარჩება", - ხაზგასმით აღნიშნა უშაკოვმა.
რუსეთმა განსაზღვრა საპასუხო დარტყმების ობიექტები და მათი განხორციელების დრო, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით ბოლოდროინდელ თავდასხმაზე საუბრისას.
ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გადაიხედება კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის ფონზე.
ლავროვმა აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამ რეზიდენციას უტევდა.